“ბაიერნი”: სამი ტრავმირებული
უახლოესი მატჩები გერმანელებისთვის დანაკლისის გარეშე არ ჩაივლის.
არიენ რობენი ბუნდესლიგის მომდევნო ტურში “ინგოლშტადტის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს, იტყობინება გამოცემა Goal.com პეპ გვარდიოლას სიტყვებზე დაყრდნობით.
“არიენი ხვალ ვერ დაგვეხმარება. მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, შემდეგ თამაშებში მან მონაწილეობა მიიღოს”, – აცხადებს ხოსეპ გვარდიოლა.
“რაც შეეხება ფრანკ რიბერისა და მეჰდი ბენატიას, ისინი ახალ წლამდე უბრალოდ არ ითამაშებენ. ისინი კუნთის არეში გარკვეული სახის პრობლემებს უჩივიან”, – დაასრულა ესპანელმა სპეციალისტმა.