“სუონსის” რაიან გიგზი ჩაიბარებს?
უელსელები ახალი დამრიგებლის ძიებაში არიან.
“სუონსის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაიან გიგზის მოწვევას გეგმავს, იტყობინება Manchester Evening News.
არსებული ინფორმაციით, 42 წლის უელსელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბ-ბინა დატოვოს და საკუთარ სამშობლოში კარიერის ახალი ეტაპი დაიწყოს.
შეგახსენებთ, “სუონსიმ” სულ რამდენიმე დღის წინ გარი მონკი გაათავისუფლა.