ჟილბერტო სილვამ კარიერა დაასრულა
ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბუცების კედელზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.
“დღეს მე პროფესიონალური სპორტსმენის კარიერას ვასრულებ. ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროა, დადგა რთული დრო. მაგრამ, ამავდროულად, ბედნიერი ვარ. ეს 20-წლიანი უზარმაზარი სიამოვნება იყო”, – აცხადებს ჟილბერტო სილვა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი ნახევარმცველი ბოლოს მოედანზე 2013 წელს, “ატლეტიკო მინეიროს” მაისურით გამოჩნდა.
2003-2004 წლების სეზონში, ჟილბერტო სილვა ლონდონის “არსენალთან” ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, როდესაც გუნდმა მთელი სეზონი წაგების გარეშე ჩაატარა.
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად სილვამ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი მოიგო, 2007 წელს კი მის ტიტულებს ამერიკის თასი მიემატა.