რაკიტიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს
„ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი 2015 წლის საუკეთესო ხორვატ სპორტსმენად დასახელდა. 27 წლის ნახევარმცველი თავისი კლუბის მატჩის გამო დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, თუმცა ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა.
„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ჩემთვის ეს პრიზი რამდენს ნიშნავს. 2015 წელი „ბარსელონასთვისა“ და ხორვატიის ნაკრებისთვის ბრწყინვალე გამოდგა. იმედია, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებასაც შევძლებ“, – დაწერა რაკიტიჩმა.