„ოლიმპის“ ქულით მოგებული მატჩი, ორი ოვერტაიმი და „დინამოს“ დამაჯერებელი გამარჯვება
დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები შედგა. სათქმელია, რომ ოთხივე შეხვედრა „ახალ სპორტის სასახლეში“ გაიმართა.
11 საათსა და 45 წუთზე ერთმანეთის წინაშე „სოხუმი“ და „ოლიმპი“ წარსდგნენ. კაზანჯიანის გუნდმა წინა ტურში აუტსაიდერ „აკადემიას“ პირველი მატჩი მოაგებინა, ამიტომ სარეაბილიტაციოდ მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. თავის მხვრივ, მაღალი პოზიციისთვის მებრძოლი „სოხუმი“ არაფრის დათმობას აპირებდა.
შეხვედრა თავიდანვე საინტერესო გამოდგა. პირველი მეოთხედი, ვაჟა კვარაცხელიას გუნდის გამარჯვებით, 16:10 დასრულდა. მეორე მეოთხედში „ოლიმპმა“ მდგომარეობა გამაოსწორა და სხვაობა ერთი ქულამდე შეამცირა (30:31). დიდი შესვენების შემდეგ თამაში ჩვეულ რითში მიმდინარეობა, გუნდები ერთანეთს თითქმის არაფერს უთმობდნენ, ამიტომ შეხვედრის ბედი მცირე დეტალებმა გადაწყვიტეს. სათქმელია, რომ მესამე მეოთხედის მეორე ნაწილში შუქი ჩაქრა, ამიტომ შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე „ოლიმპი“ 69:70 იგებდა, თუმცა ბოლო შეტევა „სოხუმის“ იყო. კაზანჯიანის გუნდმა მეტოქის შეტევა მოიგერია და, საბოლოოდ, ერთი ქულით გაიმარჯვა.
საუკეთესო მოგებული გუნდის რიგებიდან 23 ქულით ლევან ფაცაცია იყო. რაც შეეხება „ოლიმპს“, მისი შემადგენლობიდან 16 ქულით ჯერემი ბაინუმი გამოირჩა.
„სოხუმი“ – „ოლიმპი“ 69:70 (სტატისტიკა)
შემდეგი ორი შეხვედრა კი მაყურებელთათვის იმით გამოირჩა, რომ მათი ბედი ოვერტაიმებში გაირკვა. „მგზავრებისა“ და „ბათუმის“ დაპირისპირება 64:64 დასრულდა, ოვერტაიმში კი ცოტა უფრო ძლიერი თბილისური კლუბი გამოდგა, რომელმაც 1 ქულით – 74:73 გაიამრჯვა.
„მგზავრები“ – „ბათუმი“ 74:73 (სტატისტიკა)
ოვერტაიმი საჭირო „აკადემიისა“ და „ქუთაისის“ მატჩის გამარჯვებულის გამოსავლენადაც გახდა საჭირო. არადა, დიდი შესვენების წინ „ქუთაისი“ ანგარიშით 31: 24 იგებდა, თუმცა შესვენების შემდეგ „აკადემიამ“ იმდენი მოახერხა, რომ თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა (ძირითადი დრო 66:66 დასრულდა), სადაც იმერლები უკეთესები გამოდგნენ და, საბოლოოდ, 76:70 გაიმარჯვეს.
„აკადემია“ – „ქუთაისი“ 70:76 (სტატისტიკა)
დღის ბოლო მატჩში კი, თბილისის „დინამომ“ „რუსთავი“ ანგარიშით 86:75 დაამარცხა, რითიც პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აიღო. ყველაზე მეტი ქულა შეხვედრაში „დინამოს“ ლიდერმა გიორგი შარაბიძემ დააგროვა, რომლის მონაგარმა 31 ქულა შეადგინა.
„დინამო“ – „რუსთავი“ 86:75 (სტატისტიკა)