დელ ბოსკემ პიკესა და არბელოას კონფლიქტზე ისაუბრა
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკე ხერარდ პიკესა და ალვარო არბელოას კონფლიქტზე ისაუბრა.
„მათ კონფლიქტში კარგი არაფერია. თუმცა, ნაკრებში, როდესაც რამე მსგავსი ხდება, გადაწყვეტილებას ყვოელთვის ვპოულობთ.
ეს ორი კლუბის ისტორიაა, აქ ნაკრების მწვრთნელი არაფერ შუაშია. ნაკრებში საჭირო ზომებს ვიღებთ. იმედია, მათთან საუბარს შევძლებთ“, – ციტირებს დელ ბოსკეს Goal.com.