მიულერი: “იუვენტუსი” ჭკვიანი გუნდია”
გერმანელი თავდამსხმელი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალზე საუბრობს.
“იუვენტუსი” ძალიან ჭკვიანი გუნდია, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული გოლეადორი მარიო მანჯუკიჩი თამაშობს. იგი ჩვენთვის ნაცნობი ფეხბურთელია”, – აცხადებს ტომას მიულერი.
“ჩემპიონთა ლიგაზე ტურინელთა წინააღმდეგ ყოველთვის დიდებული მატჩები გამოდის. დარწმუნებული ვარ, “იუვენტუსის” სტადიონზე ვიზიტი ნამდვილი წარმოდგენა იქნება”, – დაასრულა გერმანელმა ფორვარმდა.
შეგახსენებთ, “იუვენტუსსა” და “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი ტურინში, 23 თებერვალს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს, მიუნხენში გაიმართება.