კასერესი “მილანში” გადავა?
არაა გამორიცხული, ურუგვაელი ფეხბურთელი მილანში ვიხილოთ.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასაწყისში მარტინ კასერესი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააჯარიმეს. ამის გამო, “იუვენტუსმა” ის კლუბიდან დროებით გააძევა. მიუხედავად ამისა, ურუგვაელი სულ ცოტა ხნის წინ გუნდში დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა, მაგრამ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
28 წლის მცველის კონტრაქტი ტურინელებთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და როგორც იტალიურ პრესაში წერენ, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მასთან გახანგრძლივებას არ აპირებს.
წყაროს თანახმად, იტალიის მოქმედი ჩემპიონები მზად არიან, კასერესი “მილანში” გაუშვან. “როსონერი” ფილიპე მექსესის “ფიორენტინაში” გაშვებას გეგმავს, ამიტომაც, მარტინი ფრანგის შემცვლელად განიხილება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კასერესმა მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო.