ლავეცი სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდება?
არგენტინელი ფეხბურთელის მომავალი კვლავ გაურკვეველია.
“სიმართლეა, რომ ეზეკიელ ლავეცის სამხრეთ ამერიკაში დაბრუნების ვარიანტი შევთავაზეთ”, – აცხადებს “ფლამენგოს” აღმასრულებელი დირექტორი როდრიგო კაეტანო.
“ფეხბურთელის სატრანსფერო აგენტის თანახმად, “ფლამენგო” სწორედ ის ერთ-ერთი გუნდია, რომელშიც ლავეცი ითამაშებდა. თუმცა, ტრანსფერის განხორციელებისთვის ახლა ბევრი მუშაობაა საჭირო”.
შეგახსენებთ, ლავეცის მიმდინარე კონტრაქტი “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.