აზარი ტრავმირებულია
ლონდონელთა ბანაკში დანაკლისია.
გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში, “ლესტერის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ედენ აზარი ჯეიმი ვარდისთან შეჯახების შედეგად დაშავდა.
24 წლის შემტევი ნახევარმცველი იძულებული გახდა, მოედანი ექიმებთან ერთად დაეტოვებინა. როგორც ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ განაცხადა, ბელგიელს თამაშის გაგრძელება არ შეეძლო.
ცვლილების განხორციელებამდე აზარს მინდორზე დაბრუნება სურდა, რადგან თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, “ჩელსის” თავკაცმა მის ნაცვლად პედრო როდრიგესი შეიყვანა.