ეტო’ო სამწვრთნელო კარიერას იწყებს
კამერუნელი თავდამსხმელი მხოლოდ ფეხბურთს აღარ ითამაშებს.
როგორც ცნობილია, თურქული “ანთალიასპორის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იუსუფ სიმსეკის გათავისუფლების შემდეგ გუნდს დროებით სამუელ ეტო’ო უხელმძღვანელებს.
ვინაიდან ხელმძღვანელობას ახალი მწვრთნელი ჯერ არ უპოვნია, 34 წლის ფორვარდი “ანთალიასპორს” დროებით ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელთან, მეჰმეტ უგურლუსთან ერთად უთავკაცებს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის შემდეგ “ანთალიასპორი” მეცხრე ადგილს ოცი ქულით იკავებს. მიმდინარე სეზონში ეტო’ოს ანგარიშზე 15 ჩატარებული მატჩი და 13 გატანილი ბურთია.