პელეგრინიმ „არსენალთან“ წაგებული მატჩი შეაფასა
„არსენალთან“ ანაგარიშით 1:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჟურნალისტთა წინაშე წარსდგა.
„მეორე გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. მეტოქემ ანგარიში პირველივე ზუსტი დარტყმის შემდეგ გახსნა, იქამდე გოლის გატანის შანსი ჩვენ გვქონდა. მეორე გოლი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, პირველი ტაიმის დამატებით დროში შეცდომა დავუშვით.
ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში მოგებაა საჭირო. კარგია, რომ აგუერო მოედანზე დაბრუნდა, შესაძლოა, მას საჭირო ფორმის აღსადგენად კიდევ რამდენიმე შეხვედრა დასჭირდეს.
გათამაშებაში კიდევ 63 ქულაა, წინ ბევრი ტურია. მეორე ტაიმში ჩვენმა თამაშმა დაამტკიცა, რომ ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. სტატისტიკას ყურადღებს არ ვაქცევ, მაგრამ ნამდვილად საჩემპიონო ბრძოლაში ვართ. თუ ამის არ გჯერათ, მაშინ სწორი საქმით დაკავებულები არ ყოფილხართ.
რისკზე წავედით, საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ მსგავსი კალიბრის დაპირისპირებებშ იშეცდომების დაშვება არ შეიძლება“, – ციტირებს ჩილელს BBC.