სერხი გვარდიოლა: “პატიება უკვე ათასჯერ ვითხოვე”
28 დეკემბერს, კატალონიის “ბარსელონამ” ესპანელ ფეხბურთელ სერხი გვარდიოლასთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც რამდენიმე საათში გაუქმდა. 24 წლის თავდამსხმელმა Twitter-ში კლუბისა და კატალონიის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.
როგორც თავად გვარდიოლა ამბობს, აღნიშნული პოსტი მას არ დაუწერია, თუმცა თვლის, რომ “ბარსელონა” სწორად მოიქცა.
“ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია. როგორც ამბობენ, პოსტი 2013 წელს ჩემს გვერდზე გამოქვეყნდა, მაგრამ ის მე არ დამიწერია. პატიება უკვე ათასჯერ ვითხოვე – კარგი გაკვეთილი მივიღე. მე რომ “ბარსელონას” ადგილზე ვიყო, ასე მოვიქცეოდი. ძალიან ვწუხვარ”, – აცხადებს გვარდიოლა.