ფალკაო: “დარწმუნებული ვარ, შანსი მომეცემა და წარმატებას მივაღწევ”
კოლუმბიელი თავდამსხმელი თავის ამჟამინდელ კლუბზე საუბრობს.
“ჩელსის” ჩემი სჯეროდა, ამიტომაც მათ კარი გამიღეს”, – აცხადებს რადამელ ფალკაო.
“თუმცა, ყველაფერი ადვილად არ ყოფილა, რადგან გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, მე კი თავის გამოჩენის საშუალება ისე არ მომეცა, როგორც მინდოდა”.
“ნებისმიერ შემთხვევაში, “ჩელსის” დიდი მადლობელი ვარ. დარწმუნებული ვარ, სეზონის მეორე ნახევარში შანსი კვლავ მომეცემა და წარმატების მიღწევას შევძლებ”, – დაასრულა კოლუმბიელმა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლონდონელთა ახალი თავკაცი გუს ჰიდინკი შემადგენლობაში ფალკაოს დაბრუნებას გეგმავს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, 29 წლის ფორვარდის ანგარიშზე ცხრა ჩატარებული მატჩია, საიდანაც სასტარტოში მხოლოდ ერთხელ გამოვიდა. მეტოქეთა კარი კი მან ასევე მხოლოდ ერთხელ აიღო.