ვარდი ორ კვირას გამოტოვებს
“ლესტერ სიტის” თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ორი კვირის გამოტოვება მოუწევს. 28 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა საზარდულის კუნთები დაიშავა.
ჯეიმი ვარდის ოპერაციას გაუკეთებენ, აღდგენითი პროცესისთვის კი ხანმოკლე დრო არის საჭირო.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ვარდიმ 24 გოლი გაიტანა, მათ შორის 15 პრემიერლიგაში.