„ბაიერი“ ჩიჩარიტოს გაყიდვას არ აპირებს
ლევერკუზენის „ბაიერის“ სპორტული დირექტორის რუდი ვოლერის თქმით, მისი კლუბი თავდამსხმელ ხავიერ ერნანესის გაყიდვას არ აპირებს.
„ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ, ამიტომ ჩვენთვის წარმატებნის მიღწევა მნიშვნელოვანია. ჩიჩარიტომ თავისი თამაშის სტილით და გოლებით ჩვენს წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. ის სწორედ ამიტომ ვიყიდეთ. სეზონის პირველ ნახევარში ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა.
წინადადებების უარყოფა ადვილია, როდესაც არავის გაყიდვა არ გჭირდება. ახლა ასეთი პოზიცია გვაქვს. ფეხბურთელების შენარჩუნება გვსურს, რათა მიზნებს მივაღწიოთ“, – ციტირებს ვოლერს „სქაი სპორტსი“.
შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენელებმა ჩიჩარიტო 2015 წლის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 7,3 მილიონ ფუნტად შეიძინეს. გერმანული კლუბის მაისურით ყველა ტურნრიზე მექსიკელმა 25 მატჩში 19 გოლის გატანა შეძლო.