ტატანაშვილი „სიონის“ სრულყოფილი ფეხბურთელია
32 წლის თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და სეზონის დარჩენილ ნაწილს კვლავ ბოლნისის „სიონში“ გაატარებს, თანაც, ამჯერად ის ბოლნისელთა უკვე სრულფასოვანი ფეხბურთელი იქნება.
ცნობისთვის, გამოცდილმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონი იჯარით სწორედ „სიონში“ დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც – უმაღლესი ლიგის ცამეტ მატჩში მის ანგარიშზე რვა გოლია.
ბათუმის „დინამოსა“ და „სიონის“ გარდა, სხვადასხვა პერიოდში ტატანაშვილი თბილისის „სპარტაკის“, „ამერის“, „ვიქტორია პლზენის“, ჩეხური „კლადნოს“, ზაპოროჟიეს „მეტალურგის“, თბილისის „დინამოს“, რუსთავის „მეტალურგისა“ და „ზესტაფონის“ რიგებში თამაშობდა.