IFFHS-მ წლის საუკეთესო მწვრთნელი, გამთამაშებელი და არბიტრი გამოავლინა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ სამ კატეგორიაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა.
2015 წლის საუკეთესო მწვრთნელის გამოკითხვაში პირველი ადგილი “ბარსელონას” თავკაცმა, ლუის ენრიკემ დაიკავა. ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ლუის ენრიკე (“ბარსელონა”) – 165
2. ხოსეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”) – 86
3. მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსი”) – 43
4. უნაი ემერი (“სევილია”) – 39
5. მარსელო გალიარდო (“რივერ პლეიტი”) – 33
2015 წლის საუკეთესო გამთამაშებლის გამოკითხვაში პირველად, თავისი კარიერის განმავლობაში, ლიონელ მესიმ გაიმარჯვა. მან თავის თანაგუნდელ ანდრეს ინიესტას აჯობა. ხუთეული შემდეგნაირია:
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 165
2. ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”) – 91
3. ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”/”ნიუ-იორკ სიტი”) – 54
4-5. ედენ აზარი (“ჩელსი”), კევინ დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”/”მანჩესტერ სიტი”) – 22.
რაც შეეხება 2015 წლის საუკეთესო მთავარ არბიტრს, ამ გამოკითხვაში იტალიელი ნიკოლა რიცოლი ლიდერობს:
1. ნიკოლა რიცოლი (იტალია) – 80
2. მარტინ ატკინსონი (ინგლისი) – 72
3. ჯიუნეით ჩაკირი (თურქეთი) – 71
4. ფელიქს ბრიხი (გერმანია) – 59
5. ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია) – 35