ნარმანიამ კობიაშვილთან და ხეჩიკაშვილთან „ოლიმპის“ მოედნის დემონტაჟი განიხილა
როგორც სფფ-ს პრესსამსახური იტყობინება, დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკავშვილსა და სფფ-ს პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სკოლა „ოლიმპის“ მოედნის დემონტაჟი განიხილეს და სკოლისთვის ალტერნატიული ტერიტობიის გამოყოფის ალბათობაც განიხილეს.
კობიაშვილის თქმით, ფედერაცია სამინსიტროსთან ერთად ამ პრობლემას მოაგვარებს:
“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, რადგან შედგა ეს შეხვედრა. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ინიციატივით შედგა სამუშაო ჯგუფი, გვქონდა პირველი შეხვედრა და მე მიხარია, რომ დღეს თბილისის მერთან კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვებმა ივარჯიშონ, მათ არ ჩაუვარდეთ სამწვრთნელო მუშაობა. ხოლო მეორე, რაც მთავარია, გამოიძებნოს მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი, სადაც ფეხბურთის ფედერაცია, თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო ერთობლივად შევქმნით ახალ სავარჯიშო მოედანს “, – ციტირებს კობიაშვილს სფფ-ს ოფიციალური გვერდი.
დავით ნარმანია: „თბილისის მთავრობა შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჩვენი მომავალი თაობა, სპორტსმენები არ დარჩნენ სავარჯიშო მოედნის გარეშე და სხვადასხვა საშუალებებით შევძლოთ გამოვასწოროთ იმ მანკიერი პრაქტიკის შედეგები, რომელიც დედაქალაქის წინა მმართველობის პირობებში ტერიტორიების უპასუხისმგებლო გასხვისებით იქნა დანერგილი. აღნიშნული დღეს, საკმაოდ, მძიმე შედეგებისა და ფაქტების წინაშე გვაყენებს“.
ხეჩიკაშვილის თქმით კი, ფედერაციისა და სამინსიტროს წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს მიმართავენ, რათა სამოამვლოდ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს: „მოგეხსენებათ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში და მათ შორის, ქალაქის მერის უშუალო ინიციატივით, 2015 წელს მოხდა ძალიან დიდი მატება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით – სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატა არაერთი დარბაზი, არაერთი სასახლე და ეს პოლიტიკა შემდგომშიც გაგრძელდება. არათუ, ახალი ობიექტები შეემატება თბილისს, არამედ ძველიც, შესაბამისად, უნდა იყოს დაცული“.