სოლომონ კვირკველიათი დორტმუნდის “ბორუსია”, “სევილია” და “ნაპოლი” დაინტერესდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია აცხადებს, რომ მისით საკმაოდ ძლიერი ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.
“რუბინთან” ძვირადღირებული კონტრაქტი მაკავშირებს. თუ რომელიმე კლუბს ჩემი შეძენა მოუნდება, მაშინ მათ 8 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.
ინგლისში თამაში ბევრ ფეხბურთელს სურს, ამ ქვეყნიდან ორი შემოთავაზება მქონდა. ახლა ჩემით დორტმუნდის “ბორუსია”, “სევილია” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებულები, მაგრამ ამ ეტაპზე “რუბინის” ფეხბურთელი ვარ”, – ციტიტრებს კვირკველიას სიტყვებს Sports.ru.
23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, მან მეტოქის კარი ერთხელ დალაშქრა, ერთხელ კი საგოლე გადაცემა გააკეთა.