იანუზაი მანჩესტერში ბრუნდება
ახალგაზრდა ბელგიელი ბუნდესლიგაში აღარ იასპარეზებს.
როგორც გამოცემა The Times იტყობინება, დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ადნან იანუზაის საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
მოსალოდნელია, რომ დღეს 20 წლის გარემარბი “წითელ ეშმაკთა” შემადგენლობაში ოფიციალურად დაბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, იანუზაიმ “ბორუსიას” მაისურით მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ექვსივე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. თავის გამოჩენა კი მან ერთადერთი საგოლე პასით შეძლო.