აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
აფრიკის საუკეთესო მოთამაშედ დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი (143 ქულა) დასახელდა. მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე (136 ქულა) გავიდა. მესამე პოზიცია “სუონსი სიტის” შუახაზელმა ანდრე აიუმ (112 ქულა) დაიკავა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ნიგერიის 17 წლამდე ნაკრების თავდამსხმელი ვიკტორ ოსიმჰენი დასახელდა. აფრიკაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან საუკეთესო ტანზანიელი მბვანა სამატა გახდა.
წლის მწვრთნელად კოტ დივუარის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ერვე რენარი დასახელდა.