“ჩელსი” ლავეცისთვის იბრძოლებს?
არაა გამორიცხული, არგენტინელი ფეხბურთელი ინგლისის დედაქალაქში ვიხილოთ.
Football Italia-ს ინფორმაციით, ეზეკიელ ლავეცის აგენტი ალეხანდრო მაცონი ლონდონის “ჩელსის” წარმომადგენლებს შეხვდა და მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერის ვარიანტი განიხილა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, არგენტინელი თავდამსხმელის იტალიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საიდანაც მისი შეძენით “ინტერი” და “იუვენტუსი” ინტერესდებიან.
როგორც ცნობილია, იტალიის მოქმედ ჩემპიონებს ლავეცის გაფორმება ზაფხულში სურთ, როდესაც მას “პარი სენ ჟერმენთან” არსებული ხელშეკრულება დაუმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. “არისტოკრატები” კი არგენტინელის ყიდვას მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ გამორიცხავენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ლავეცის ანგარიშზე პსჟ-ს მაისურით ჩატარებული 15 მატჩი და ორი გატანილი ბურთია. აგრეთვე, მან უეფას ჩემპიონთა ლიგის ოთხ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.