კოუტინიო სამ კვირას იუქმებს
უახლოეს მომავალში ახალგაზრდა ბრაზილიელი თავისი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.
მოგეხსენებათ, ფილიპე კოუტინიომ ასეთივე დაზიანება გასული წლის ნოემბერშიც მიიღო, რის გამოც მას მომდევნო ერთი თვის გამოტოვებამ მოუწია. ამჯერად, ის ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, “სტოკ სიტისთან” გამართულ შეხვედრაში დაშავდა.
23 წლის ნახევარმცველის ტრავმასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა მერსესაიდელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა:
“ფილიპე დაახლოებით სამ კვირას იუქმებს. ის კუნთის არეშია დაშავებული, აქედან გამომდინარე, გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღის დასახელება გვიჭირს. ხან ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ხანაც პირიქით. ვნახოთ, რამდენი დრო იქნება საჭირო ამ შემთხვევაში”.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში კოუტინიოს ანგარიშზე “ლივერპულის” მაისურით ჩატარებული 23 მატჩი, ხუთი გოლი და სამი საგოლე პასია.