ლუის ენრიკე “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება
ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას არ დაესწრება.
ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მწვრთნელსაც დააჯილდოებენ. ამ ნომინაციაზე კი ლუის ენრიკეც არის წარდგენილი. ასევე, ამ წოდებისთვის იბრძვიან მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა და ჩილეს ნაკრების თავკაცი ხორხე სამპაოლი.
ცერემონიას “ბარსელონას” ბანაკიდან კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ და გუნდის მოთამაშეები ლიონელ მესი, ნეიმარი, დანი ალვესი და ანდრეს ინიესტა დაესწრებიან.
“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.