დავით თარგამაძე “ალექსანდრიაში” რჩება
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ “ალექსანდრიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ამის შესახებ 26 წლის ფეხბურთელის აგენტმა ვადიმ შაბლიმ განაცხადა.
“ჩემპიონატის პირველმა ნაწილმა აჩვენა, რომ დავით თარგამაძე “ალექსანდრიასთვის” ისეთივე ფეხბურთელია, როგორც კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალისთვის”. საიჯარო ხელშეკრულება ექვსი თვით გახანგრძლივდა. ეს ვლადიმირ შარანისთვის (“ალექსანდრიას” მთავარი მწვრთნელი) კარგი სატრანსფერო ნაბიჯია. დავითი მნიშვნელოვნად აძლიერებს “ალექსანდრიას” შეტევებს”, – აღნიშნა თარგამაძის აგენტმა.
შეგახსენებთ, რომ დავით თარგამაძე დონეცკის “შახტარის” საკუთრებაა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ალექსანდრიას” რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.