სრკ-ს გამეგეობის გადაწყვეტილება
გამეგეობის გადაწყვეტილება ეროვნული ნაკრების მთ. მწვრთნელის და ასისტენტის დამტკიცებისა და საშეჯიბრო დებულებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ
2016 წლის 9 იანვარს გაიმართა სრკ-ს გამგეობის სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. 2015-2016 წლის საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა, ქალთა და ჭაბუკთა შეჯიბრებების ჩატარების შესახებ დებულების მე-5 მუხლის 28 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კაცთა ეროვნულ ნაკრებ გუნდში ან/და მზარდი საქართველოს ნაკრებ გუნდში ან/და შვიდკაცა ეროვნულ ნაკრებ გუნდში ან/და 19-20 წლიანთა ნაკრებ გუნდში სამი ან მეტი მოთამაშის გაწვევის შემთხვევაში 1 სეზონის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ 3 (სამი) თამაშის გადატანა, რის შესახებ გუნდმა (კლუბმა) უნდა აცნობოს საშეჯიბრო კომიტეტს 5 კალენდარული დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩი არ გადაიდება. მწვრთნელების ნაკრებებში მივლინების გამო თამაში არ გადაიდება, თუნდაც ეს პიროვნება საკლუბო განაცხადში მოთამაშედ ირიცხებოდეს.”
2. 2015-2016 წლის საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა, ქალთა და ჭაბუკთა შეჯიბრებების ჩატარების შესახებ დებულების მე-5 მუხლს დაემატოს 28I პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
ამ მუხლის 28 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ მოქმედებს „დიდი-10“, I და რეგიონალური ლიგების ფლეი-ოფის მიმდინარეობისას.
3. სრკ-ის ვიცე პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ეროვნული ნაკრების მთ. მწვრთნელის კანდიდატად წარადგინა მილტონ დეივიდ ჰეიგი, ხოლო ეროვნული ნაკრების მთ. მწვრთნელის ასისტენტის კანდიდატად ლევან მაისაშვილი.
გამგეობამ იმსჯელა წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით და ეროვნული ნაკრების მთ. მწვრთნელის თანამდებობაზე დაამტკიცა მილტონ დეივიდ ჰეიგი, ხოლო ეროვნული ნაკრების მთ. მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე ლევან მაისაშვილი 2+2 წლის ვადით.
დამტკიცებულ მთ. მწვრთნელთან და მის ასისტენტთან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს სრკ-ს ახალი პრეზიდენტი.
Rugby.GE