მსოფლიოს ექვსი საუკეთესო მეკარე
თანამედროვე ფეხბურთში ხშირად მიდის კამათი იმაზე, თუ რომელი მეკარეა მსოფლიოში საუკეთესო. აზრები სხვადასხვანაირად იყოფა. ჩვენ კი წარმოგიდგენთ დღეისათვის მსოფლიოს ექვს საუკეთესო მეკარეს.
6. კეილორ ნავასი
კოსტა რიკელმა კარის დარაჯმა სახელი ”ლევანტეში” თამაშით გაითქვა. საშუალოზე დაბალი დონის პრიმერა დივიზიონის კლუბის კარში საიმედო მეკარე იდგა. 29 წლის ნავასმა განსაკუთრებულად კარგად თავი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოაჩინა, რის შემდეგაც მადრიდის ”რეალში” გადაბაგრდა. ”სამეფო კლუბის” რიგებში თავდაპირველად იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მიმდინადრე სეზონის დასაწყისში იკერ კასილასის წასვლის შემდეგ ბერნაბეუს ბინადართა ძირითად მეკარედ იქცა. კოსტა რიკელი ზაფხულში ”მანჩესტერში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კურიოზული ფაქტის გამო იგი კვლავ ”რეალში” დარჩა.
5. პეტრ ჩეხი
33 წლის კარის დარაჯი დიდი ხნის განმავლობაში ”ჩელსის” ძირითადი მეკარე იყო, თუმცა გუნდში ტიბო კურტუას მოსვლის შემდეგ მისთვის ყველაფერი ცუდად წავიდა. ჩეხმა გოლკიპერმა ერთი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი ლონდონის ”არსენალში” გადაბარგდა. არსენ ვენგერმა მას ”მეთოფეთა” კარის დაცვა ანდო და შედეგმაც არ დააყოვნა. ”არსენალი” პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. ჩეხი კი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედაა მიჩნეული.
4. ჯანლუიჯი ბუფონი
37 წლის იტალიელი მეკარე ბევრის აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბუფონი, რომელმაც ”იუვენტუსს” უერთგულა და კალჩოპოლის სკანდალის დროს სერბია ბ-შიც გაყვა, გუნდის ნამდვილი ლეგენდაა. მას ”ბებერი ქალბატონის” რიგებში არაერთი ტიტული აქვს მოგებული. ჯიჯი იტალიის ნაკრებში კვლავ ასპარეზობს და ”სკუადრა აძურას” კარს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაიცავს.
3. ტიბო კურტუა
”გენკში” აღმოჩენილი ტალანტი ”ჩელსიმ” 2011 წელს შეიძინა და მადრიდის ”ატლეტიკოში” გაანათხოვრა. კურტუამ ”როხიბლანკოს” რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. მან ყოფილ კლუბში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, სადაც მადრიდის ”რეალთან” დამარცხდა. ”ჩელსიში” იგი ჟოზე მოურინიომ დააბრუნა და ძირითადი მეკარის სტატუსი მიანიჭა. 23 წლის ბელგიელი საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების კარსაც იცავს.
”მანჩესტერში” კურიოზულად დარჩენილმა დე ხეამ თავი ”ატლეტიკოში” თამაშით გაითქვა, რის შემდეგადაც ”წითელი ეშმაკების” რიგებში გადაბარგდა. სერ ალექს ფერგიუსონმა იგი ძირითად მეკარედ აქცია და ედვინ ვან დერ საარის წასვლის შემდეგ ”ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს მისი ღირსეული შემცვლელიც გამოუჩნდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი 25 წლის ესპანელი მადრიდის ”რეალში” თითქმის გადასული იყო, თუმცა კურიოზული ფაქტის გამო იგი ”მანჩესტერში” დარჩა.
1. მანუელ ნოიერი
გელზერკირხენის ”შალკეს” აღზრდილი ნოიერი თანამედროვე გერმანულ ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია. ლევან კობიაშვილის ყოფილი თანაგუნდელი 2011 წელს მიუნხენის ”ბაიერნში” გადაბარგდა და მას შემდეგ ძირითადი მეკარის სტატუსს არ კარგავს. ნოიერს ”რეკორდმაისტერის” რიგებში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის კი გამოსარჩევი ჩემპიონთა ლიგაა. 29 წლის კარის დარაჯი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარეცაა. 2014 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალიც მოიპოვა.