ლევანდოვსკი: „ბორუსიას“ ფეხბურთელებთან კონტაქტი ახლაც მაქვს“
მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე შეაჯამა.
„ვიცით, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გასულ სეზონში იყო. გუნდმა დაშვებული შეცდომებისგან დასკვნა უნდა გამოიტანოს. მნიშვნელოვანია, ძალები მოვიკრიბოთ და ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე კარგად გამოვიდეთ. რაც შეეხება ბუნდესლიგას, არ აქვს მნიშვნელობა, კონკურენტებს რამდენი ქულით ვუსწრებთ. ყველაფერი, შესაძლოა, შეიცვალოს. სეზონის მეორე ნახევარში შეცდომის უფლება არ გვაქვს.
დღემდე „ბორუსიას“ ბევრ ფეხბურთელთან კონტაქტი მაქვს. მიმდინარე სეზონში გუნდი კარგად გამოდის. ისინი ბოლო ტურამდე იბრძოლებენ, რაც კარგია“, – ციტირებს პოლონელს ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი.