ბასილაშვილი: „როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან მაგალითი იყო“
მოგეხსენებათ, დღეს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად პლანეტის მესამე ჩოგანს, შვეიცარელ როჯერ ფედერერს შეხვდა და სამ სეში დამარცხდა (6:2, 6:1, 6:2). ცოტა ხნის ბასილაშვილმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განვლილი შეხვედრა შეაფასა
როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან სპორტსმენის მაგალითი იყო .ჩემთვის არ იყო დღეს მასთან თამაში ადვილი ცენტრალურ კორტზე,ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნერვიულობამ და დაძაბულობან თავისი გააკეთა.ძალიან დასანანია ის, რომ მე ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე, მაგრამ გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა. ეს ჩემს შეცდომებზე მოხდა, მაგრამ რა გაეწყობა ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ ისე.
ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისათვის და გულშემატკვივრობისათვის“, – დაწერა ბასილაშვილმა.