კონტემ სტადიონი მოედანზე ბალოტელის გამოსვლისთანავე დატოვა
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, “როსონერისა” და “ფიორენტინას” შორის გამართულ შეხვედრაში, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
მოგეხსენებათ, “ლივერპულის” თავდამსხმელს მარიო ბალოტელის, რომელიც ამჟამად “მილანის” ღირსებას იჯარის წესით იცავს, იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული მას შემდეგ, რაც მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, ბალოტელიმ საკუთარი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ის წილისყრის შედეგებით აღფრთოვანებულია. ანტონიო კონტე კი ამას შემდეგნაირად გამოეხმაურა: “რისთვის ვერ ითმენს? ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ თუ ჩვენი ნაკრების ტელევიზორში საყურებლად?”
გუშინ კი “სან სიროზე” “მილანის” მატჩი გაიმართა, რომელსაც იტალიის ნაკრების თავკაციც ესწრებოდა. სტადიონი მან თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა, უფრო კონკრეტულად კი ზუსტად იმ წუთს, როდესაც მოედანზე კარლოს ბაკას ნაცვლად მარიო ბალოტელი შევიდა.