ოქრიაშვილი: “ასეთი დონის ჩემპიონატში ასეთი მსაჯობა არ უნდა იყოს”
18 იანვარს, თურქული “ესქიშეჰირის” რიგებში თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი თურქეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, საკუთარ მოედანზე “ფენერბახჩეს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. 23 წლის შემტევი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.
შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, მთავარმა არბიტრმა მასპინძლებს ხუთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. ცხადია, “ესქიშეჰირის” მწვრთნელები და ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილებებით უკამყოფილოები იყვნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი თორნიკე ორქიაშვილმაც გააკეთა:
“არბიტრის გადაწყვეტილებებმა ანგარიშზე გავლენა იქონია. ვფიქრობ, ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში ასეთი მსაჯობა არ უნდა იყოს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მატჩის დასრულების შემდეგ, ვოლკან დემირელი მოვიდა და თქვა, რომ საჯარიმოში თამაშის წესი დაირღვა, თუმცა მსაჯმა ეს არ დააფიქსირა. წინ კიდევ 16 მატჩია”, – ციტირებს ოქრიაშვილის სიტყვებს acunn.com-ი.