ბენზემა: “ზიდანმა ფეხბურთზე ყველაფერი იცის”
ფრანგი თავდამსხმელი თავისი თანამემამულის მუშაობით აღფრთოვანებულია.
მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩი, რომელიც მადრიდის “რეალმა” ხიხონის “სპორტინგის” წინააღმდეგ ჩაატარა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5-1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში კარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში უკვე 16 გოლი დაუგროვდა.
“ტრავმა? ეს მხოლოდ სილურჯე იყო, მეტი არაფერი”, – ციტირებს ბენზემას სიტყვებს გამოცემა AS.
“კარგი ბურთი გავიტანე, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება იყო”.
“რეალის” მაისურით მე-300 მატჩი ჩავატარე. პრეზიდენტმა ამის სამახსოვრო მაისური გადმომცა. მისი მადლიერი ვარ. ძალიან ვამაყობ. ასევე, მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს და ჩემს ოჯახს”.
“წინსვლას იგივე სულისკვეთებით ვაგრძელებთ. ზიდანი შესანიშნავი მწვრთნელია. მან ფეხბურთზე ყველაფერი იცის. ჩვენ მის გზას მივყვებით”, – დაასრულა ფრანგმა ფორვარდმა.