17 წლამდელები ფინელ თანატოლებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ
საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები მინსკის ტურნირის მეორე ტურში დამარცხდა. ვასილ მაისურაძის გუნდმა ფინეთთან შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგო. ერთადერთი გოლის ავტორი 28-ე წუთზე ერიომენკო გახდა.
მატჩის მიწურულს ჩვენი გუნდის მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა პენალტი მოიგერია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, კასრელიშვილი, ასათიანი (შიხაშვილი59), ხარაბაძე, ჩაკვეტაძე (ღლონტი 56), კუცია, ანდრონიკაშვილი, სილაგაძე, სპანდერაშვილი, ქავთარაძე (ერგემლიძე28)
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინამ მოლდოვას 5:1 მოუგო. მესამე ტურში საქართველოს 17 წლამდე ნაკრები უკრაინას შეხვდება. მატჩი 21 იანვარს, თბილისის დროით 18.40 წუთზე დაიწყება. ორი ტურის შემდეგ უკრაინას და ფინეთს 4-4 ქულა აქვთ, საქართველოს 3 ქულა დაუგროვდა. მოლდოვა კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
სფფ-ს პრესსამსახური