გიორგი ნიჟარაძე ‘მსოფლიო რაგბის’ სადისციპლინო კომისიაში
გაცნობებთ, რომ ‘მსოფლიო რაგბის’ აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნა ახალი სადისციპლინო კომისია, რომლის ერთ-ერთ წევრი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე გახდა.
კომისია მუშაობას 2015 წლის მსოფლიო თასთან დაკავშირებული სადისციპლინო საკითხების განხილვით დაიწყებს (მ.შ. ტურნირის სადისციპლინო დებულების ეფექტური და არაეფექტური მხარეების გამოვლენა, მისაღები ზომების განხილვა და ა.შ.). სავარაუდოდ მომავალში ამ კომისიას სხვა საკითხების განხილვაც დაევალება.
1 თებერვალს ჯგუფი გამართავს სატელეფონო კონფერენციას, ხოლო პირველი სხდომა 3 მარტს ჩაატარებს დუბლინში.
კომისიის შემადენლობა:
თავმჯდომარე: ბობ ლათემი (მსოფლიო რაგბის დებულებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო რაგბის აღმსასრულებელი კომიტეტისა და საბჭოს წევრი, ჩრდილო ამერიკის და კარიბის რეგიონის სარაგბო ასოციაციის (NACRA) პრეზიდენტი და წარმომადგენელი მსოფლიო რაგბში, აშშ-ს რაგბის კავშირის თავმჯდომარე)
კომისიის წევრები:
ჯონ ჯეფრი – მსოფლიო რაგბის სარაგბო კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი, სარაგბო სამყაროში ‘თეთრ ზვიგენად’ ცნობილი, წარსულში ლეგენდარული მორაგბე, შოტლანდიის ნაკრების ყოფილი წევრი;
პიერ კამუ – საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი;
აგუსტინ პიშოტი – მსოფლიო რაგბის აღმსასრულებელი კომიტეტის და საბჭოს წევრი, არგენტინული და მსოფლიო რაგბის ლეგენდა, პუმების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზის წევრი;
გიორგი ნიჟარაძე – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი;
ქონრად სმითი – ლეგენდარული ‘ოლ ბლექი’, 2011 და 2015 წლის მსოფლიო თასების გამარჯვებული;
მაიქ რაფტერი – კლუბ ბრისთოლის, ინგლისის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი ფლანკერი;
Rugby.GE