ჯაბა კანკავა: “ნაკრებში ძალიან კარგი სიტუაციაა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კახა ცხადაძის ნაკრებიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ცხადაძემ 20 იანვარს პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს. თუმცა, მისი თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქვეყნის პირველ გუნდში მისი მუშაობა არ სურს.
“ნაკრებში ძალიან კარგი სიტუაციაა. კახასთან მუშაობა მსიამოვნებს და მსურს, მომავალში მასთან ვითანამშრომლო”, – უთხრა კანკავამ რუსთავი 2-ს.