ქართველი 19-წლამდელები ბულგარელ თანატოლებს გაეჯიბრებიან
24 იანვარს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას გამართავს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ასაკობრივი ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. ჟურნალისტებს მატჩზე დასასწრები აკრედიტაციის მიღების საშუალება სტადიონის მედია ცენტრში ექნებათ. გიორგი ყიფიანმა ამხანაგური მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები : ბექა ქურდაძე, ოთო გოშაძე (ორივე საბურთალო)
მცველები : გიორგი ახალაძე (სამტრედია), ანდრო ნემსაძე, ვახტანგ კაპანაძე, დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი (ყველა დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კამლაძე (ვიტ-ჯორჯია), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო)
ნახევარმცველები : სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ბექა გვარაძე (ყველა საბურთალო), დავით სამურკასოვი, გიორგი კიკნაძე, შერმადინ ართმელაძე (სამივე ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (დინამო თბ), ნიკა ქორიძე (რეჯანა, იტალია)
თავდამსხმელი : გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ენვერ ლილუაშვილი, ბექა მიქელთაძე (ორივე დინამო თბ)
ამ გუნდებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 26 იანვარს 15:00 საათზე, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
სფფ-ს პრესსამსახური