მანჯუკიჩი ერთ თვეს გამოტოვებს
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრა გამოტოვოს.
„ინტერთან“ იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:0 მოიგო, ხორვატმა ტრავმა მიიღო. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ფეხბურთელმა კუნთები დაიზიანა და გამოსაჯანმრთელებლად მას, სავარაუდოდ, ოთხი კვირა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ კუნთების პრობლემების გამო „იუვენტუსს“ ასევე ნახევარმცველი კვადვო ასამოა ვერ დაეხმარება.