ადრიანომ ფეხბურთელის კარიერა განაახლა
ცნობილმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ადრიანომ ფეხბურთელის კარიერა განაახლა. სამხრეთ ამერიკელი აშშ-ში ითამაშებს. 33 წლის ფორვარდმა კონტრაქტი აშშ-ს მეოთხე დივიზიონის კლუბ „მაიამი იუნაიტედთან“ გააფორმა.
ბოლო წლებში ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რომელსაც ეროვნული ნაკრების რიგებში 48 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი, ბოლო დროს დისციპლინის პრობლემები ჰქონდა, რის გამო ის ვერც ერთ კლუბს მოერგო. ადრიანოს ბოლო კლუბი „ატლეტიკო პარანაენსე“ იყო, რომლის შემადგენლობაში ის 2014 წელს გამოდიოდა.