მადრიდის “რეალი” კვლავ დე ხეას დაუბრუნდა
თუკი ესპანურ “As”-ს დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა კვლავ ცდილობს დე ხეას გადაბირებას, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მეკარემ “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ფლორენტინო პერესი უკან დახევას მაინც არ აპირებს.
ესპანური მედიის ცნობით, პერესი დარწმუნებულია, რომ დე ხეას კვლავ სურს “ბლანკოსის” რიგებში მოხვედრა. სწორედ ამიტომაც, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდული გრანდის მთავარი სამიზნე იქნება.