“ვიტესის” მწვრთნელი: “ეს გუნდზე ცუდად მოქმედებს”
არნემის “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა, რობ მაასმა “ექსელსიორთან” გამართული მატჩის დასრულების შემდეგ გურამ კაშიაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მცველს ნოემბრის შემდეგ “ვიტესის” ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ ეძლევა, რაც გულშემატკივრებს არ მოსწონთ. უკვე ორი მატჩია, არნემელები ქართველი მცველი საპატივცემულო მის სახელს სკანდირებენ.
“ჩვენი ცენტრალური მცველები რთულ სიტუაციაში არიან და ეს მთელ გუნდზე ცუდად მოქმედებს. მე გურამ კაშიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ დროისათვის გუნდში სამი ძლიერი ცენტრალური მცველი გვყავს, თამაში კი მხოლოდ ორს შეუძლია”, – ციტირებს მაასის სიტყვებს vitesseinside.nl.
• “ვიტესის” ვიცე-კაპიტანი: “მხარდაჭერა სხვებსაც გვჭირდება”
• “ვიტესის” ფანების შეძახილები კაშიას მხარდასაჭერად მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)
• “ვიტესის” ფანების ბანერი გურამ კაშიას საპატივცემულოდ (ფოტო)
• როგორ დაუჭირეს მხარი “ვიტესის” ფანებმა გურამ კაშიას (ვიდეო)