10 ახალწვეული, რომელთაც საკუთარი გუნდისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ
გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომელთაც საკუთარი გუნდისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ.
#10 რიჩარდ რაიტი – “მანჩესტერ სიტი”
რიჩარდ რაიტი – ეს სახელი და გვარი არც “არსენალის” ფანებისთვის არის ცნობილი და არც “მანჩესტერ სიტის” ქომაგთათვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი წარსულში “მეთოფეთა” ღირსებას იცავდა, ახლა კი “მანჩესტერ სიტის” რიგებში ირიცხება.
თავდაპირველად ინგლისელ კარის დარაჯზე ლონდონის “არსენალი” საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა რამოდენიმე უპატიებელმა შეცდომამ და მძიმე ტრავმებმა ის კლუბი მესამე მეკარე გახადა.”არსენალის” მაისურით, მან მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ასე რომ, შესაძლებელია აიხსნას ის თუ რატომ შეიძინა რაიტი “არსენალმა”, თუმცა ვერავინ ვერ ახსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იღებს ის წელიწადში 350 000 ფუნტს “სიტისაგან”, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მანჩესტერული კლუბის მაისური ერთხელაც არ მოურგია.
#9 კეირისონი – “ბარსელონა”
როდესაც ისეთი გუნდი, როგორიც “ბარსელონაა” 14 მილიონს ხარჯავს 20 წლის ფეხბურთელზე, მაშინ ყველა ფიქრობს, რომ ეს ფეხბურთელი უნიკალური იქნება. თუმცა ერთადერთი უნიკალური რამ, რითაც კეირისონმა თავი დაგვამახსოვრა არის ის, რომ მას არასოდეს მოურგია “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა მის ‘გასაშვილებლად’, გაანათხოვრა რა, “ბენფიკაში”, “ფიორენტინაში”, “სანტოსში”, “კრუზეიროსა” და “კორიბიტაში”. თუმცა მისგან მაინც ვერაფერი ვერ გამოვიდა. ახლა კი 27 წლის ფეხბურთელი უკლუბოდ იმყოფება.
#8 მარკო მარინი – “ჩელსი”
‘გერმანელ მესიდ’ წოდებული მარინი “ჩელსიში” ბრემენის “ვერდერიდან” გადაბარგდა, სადაც მას ბრწყინვალების ხანასთან შერეული იმედგამაცრუებელი მომენტებით სავსე კარიერა ჰქონდა.ნაცვლად იმისა რომ არიენ რობენს დამსგავსებოდა, მარკომ პირველი სეზონის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა, რამაც მის კარიერას დაღი დაასვა.
არასახარბიელო თამაშის შემდგომ, ეს ფეხბურთელი იჯარით გადავიდა “სევილიაში”, შემდეგ კი “ფიორენტინაში”, რასაც “ანდერლეხტური” კარიერა მოჰყვა. სამივე ამ კლუბს ჰქონდა საშუალება,გამოესყიდათ მარკო, თუმცა მასში განსაკუთრებული ვერავინ ვერაფერი ვერ დაინახა. ასე რომ ის კვლავ “არისტოკრატთა” რიგებში ირიცხება.
#7 ანტონიო კასანო – მადრიდის “რეალი”
როგორც იცით, ანტონიო კასანოს სახელი შესანიშნავ ტექნიკურ შესაძლებლობებთან და მშვენიერი სათამაშო სტილთან ასოცირდება. ფრანჩესკო ტოტისთან უთანხმოებამ ეს უკანასკნელი აიძულა “რომა” დაეტოვებინა და “ბლანკოსის” რიგებში ჩარიცხულიყო.
“თეთრების” მაისურით ასპარეზობის პირველ 4 თვეში კასანომ წონაში ძალიან მოიმატა, გარდა ამისა დისციპლინის დარღვევის გამო ის ძალიან ხშირად ისჯებოდა. საბოლოოდ კი ის ფაბიო კაპელოსთან უთანხმოების გამო კლუბიდან გაუშვეს და უკან, “სამპდორიაში” დააბრუნეს.
#6 იაგო ასპასი – “ლივერპული”
როდესაც თავდამსხმელი ხარ და მიდიხარ კლუბში, სადაც ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი ირიცხება, დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი ჰობებისთვის დრო ბლომად გექნება. “სელტადან” 7-9 მილიონად გადაბარგებულმა ასპასმა მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოახერხა “წითლების” მაისურით.
აღსანიშნავია, რომ ის 1 გოლიც ასოციაციის თასში გაიტანა, “ოლდჰემ ატლეტიკის” კარში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ “სელტაში” დაბრუნებული შემტევი, დღეს-დღეობით, მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურება.
#5 კიმ კელსტრიომი – “არსენალი”
“არსენალის” ხელმძღვანელობისთვის კიმის ტრავმის ისტორია ნამდვილად ტრაგიკულია . ცენტრალური ნახევარმცველის ძებნაში გართულმა არსენმა გადაწყვიტა, რომ შანსი მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელისთვის, კიმ კელსტიორმისთვის მიეცა. მან მხოლოდ ტრანსფერი განხორციელების შემდგომ გაიგო ,რომ მას ზურგი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც 6 თვე დაჰყო ნახევარმცველმა ლაზარეთში.
მისი დებიუტი “სუონსისთან” მატჩში შედგა (2-2), რის შემდგომაც მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა “მეთოფეთა” მაისურის მორგება. მას კლუბში დარჩენა სურდა, თუმცა ვენგერმა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ის რუსეთში გააბრუნა.
#4 ბებე – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ბებე – ის სახელია, რომლის დავიწყებაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა ფანს სურს. პორტუგალიაში “უსახლკარო ფეხბურთელის” სახელის მქონე ფეხბურთელი “მანჩესტერმა” 2010-ში აიყვანა. მან 7 მატჩის ჩატარება მოახერხა, რომლის დავიწყებაც “წითელ ეშმაკებს” ნამდვილად გაუჭირდებათ.
სერ ალექს ფერიგუსონმა მისგან ახალი კრიშტიანო რონალდოს გამოძერწვა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხა და სამშობლოში, კერძოდ კი “ბენფიკაში” გაუშვა. მათდა სამწუხაროდ, ერთადერთი რაც ბებესა და კრიშტიანოს საერთო ჰქონდათ ეროვნება აღმოჩნდა.
#3 პაპი ჯილობოჯი – “ჩელსი”
ერთადერთი რამ, რაც მისი სახელის წარმოთქმაზე რთულია არის იმის გაგება, თუ რისთვის სჭირდებოდა ის რომან აბრამოვიჩს. სენეგალელი ფეხბურთელი მას შემდეგ გადმობარგდა ინგლისში, რაც “ჩელსიმ” სტოუნზის გაფორმება ვერ მოახერხა. ჯილობოჯიმ მთელი სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა.
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟოზე მოურინიოს საჯაროდ მოუწია იმის აღიარება, რომ პაპის შეძენა მისი სურვილისამებრ არ მომხდარა. პაპი ამჯამად კვლავ “ვერდერის” ღირსებას იცავს.
#2 ჟულიენ ფობერი – მადრიდის “რეალი”
საკმაოდ კომიკურია ჟიულიენისა და მადრიდული გრანდის ისტორიაც. როგორც წესი, მადრიდულ გრანდში ყველას სურს თამაში და ამისათვის თავს არ ზოგავენ. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც პოტენციალის გამოჩენას ვერ ახერხებენ, ან საერთოდ ეგეც არ გააჩნიათ.
ფობერტი მადრიდში ყოფნისას არაერთხელ მოხვდა კომიკურ სიტუაციაში: ერთ მშვენიერ დღეს მან ვარჯიში გამოტოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მას დასვენების დღე ეგონა.
თუმცა მათ შორის ყველაზე გამოსარჩევია “ვილიარეალთან” გამართული მატჩი, რომელშიც ფობერტს ჩაეძინა –
#1 ვიქტორ ვალესი – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ყველა კლუბი ეძებს ფეხბურთელს, რომელიც ძირეულად, უკეთესობისკენ შეცვლის კლუბის კურსს. ასეთები არიან: ერიკ კანტონა, დენის ბერგკამპი და დიდიე დრობა. მათ კლუბისთვის მართლაც რომ დიდი სამუშაო გასწიეს.
თუმცა არის შემთხვევები, რომ შენს მიერ შეძენლი ფეხბურთელი ნორმალურად ‘სკამსაც კი ვერ ათბობს’. მსგავსი რამის თქმა შეიძლება ვიქტორ ვალდესზე, რომელსაც “ბარსელონას” რიგებში ყველანაირი ტიტული აქვს მოგებული. თუმცა მისი მანჩესტერული კარიერა მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდში თამაშით შემოიფარგლა.
მომზადებულია Sportskeeda-ს მიხედვით