თბილისის “დინამომ” “სპლიტი” დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ბელეკში შეკრებაზე მყოფმა დინამომ პირველი ტესტ მატჩი გამართა. თბილისელები ხორვატიულ სპლიტს დაუპირისპირდნენ, საინტერესო მატჩი გამართეს და 1:0 იმარჯვეს. გამარჯვების გოლი სპარინგის მე- 17 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. შეხვედრის მიმდინარეობისას დინამოელებმა კიდევ არაერთხელ გაამწვავეს სათამაშო სიტუაცია, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. გიორგი ქვილითაიამ პირველ ტაიმში და ნიკოლოზ გელაშვილმა მეორე ნახევარში რამდენიმე მწვავე ეპიზოდი შექმნეს. ორ მომენტში ლიბორ ჰრდლიჩკასაც მოუწია თავისი ოსტატობის ჩვენება. საბოლოოდ მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. დინამოელები მომდევნო სპარინგს 4 იანვარს ბატეს წინააღმდეგ გამართავენ.
დინამო 1:0 სპლიტი
გოლი: 1:0 ჯიღაური 17’
დინამო: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ამისულაშვილი (ჭელიძე 46), უ. ლობჟანიძე (კიტეიშვილი 46), გურული, ცინცაძე (ჯანელიძე 46), პარუნაშვილი (ს. ლობჟანიძე 73), ჯიღაური, ჭანტურიშვილი (გელაშვილი 66), იაშვილი (ჟაჟა 46), ქვილითაია (არაბული 46)
FCDinamo.GE