მესი არგენტინის ნაკრებს ოლიმპიადაზე ვერ დაეხმარება
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს თქმით, ლიონელ მესი რიო-დე-ჟანეიროში ჩასატარებელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს.
„მესი ოლიმპიურ თამაშებზე ვერ ითამაშებს, რადგან წელს არგენტინის ნაკრებს ბევრი მატჩი ელის.
წინ კოპა ამერიკა და ოლიმპიური თამაშები გვაქვს, რის შემდეგაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოთხი შეხვედრა გვექნება.
რეალობა ისეთია, რომ „ბარსელონას“ სეზონიც გრძელვადიანი იქნება. ყოველი მატჩის მოგება მინდა, ოღონდ არა ასეთი ფასით. ფეხბურთელების მოედანზე გამოყვანას და იქ მათ მოკვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა არგენტინელთა თავკაცმა.