განვითარების ჯგუფის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი 2015 წლის დეკემბრიდან ანახლებსმწვრთნელთა მომზადების პირველი დონის კურსებს, რომელიც 14-20 დეკემბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება. კურსებზე მონაწილე კანდიდატები კლუბებმა უნდა წარადგინონ.
განაცხადში მითითებული უნდა იყოს : მსურველის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, წარმდგენი კლუბის დასახელება, ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 დეკემბერი.
კურსები შედგება სამი ნაწილისაგან
ფიზ. მომზადების საფუძვლები,
ვარჯიშის დაგეგმვა და მართვა,
მოთამაშის უსაფრთხოება – პირველადი სამედიცინო დახმარება.
სერთიფიკატის მიღების მსურველებმა სამივე ნაწილში უნდა მიიღონ დადებითი შეფასება. თითოეულ ნაწილს გაუძღვებიან სათანადო ლიცენზიის მქონე სპეციალისტები.
განაცხადები უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: GRDG2015@GMAIL.COM