„საბურთალო“ თურქულ შეკრებაზე უხვგოლიან მატჩში რუმინულ „ვოლუტართან“ დამარცხდა
თურქულ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა უმაღლესი ლიგის კლუბმა „საბურთალომ“ კიდევ ერთი მოსამზადებელი მატჩი გამართა, რომელშიც რუმინულ „ვოლუნტარს“ შეხვდა და უხვგოლიან მატჩში, ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
პირველი ტაიმი, რუმინელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
„საბურთალოს“ მხრიდან გოლები გიორგი ხორხელმა, გიორგი ფანცულაიამ და ირაკლი რუხაძემ გაიტანეს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის შემადგენლობა ამ მატჩში ასეთი იყო:
პირველი ტაიმი: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე, ხორხელი, ბიძინაშვილი, მამუჩაშვილი, კოხრეიძე, ცაცკრიალაშვილი, ივანიაძე.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ჩოჩიშვილი, ჩაბრაძე, ლაკვეხელიანი, ბულუხაძე, ბაკურაძე, ალთუნაშვილი, ელვინი, შიხაშვილი, რუხაძე, ხარაიშვილი, ფანცულაია.
თურქეთში „საბურთალოელებს“ კიდევ ორი მოსამზადებელი მატჩი ექნებათ. უახლოესი შეხვედრა მათ შვიდ თებერვალს ბულგარეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „პერინთან“ ელით.