„ლივერპულის“ ფანები „სანდერლენდთან“ მატჩს პროტესტის ნიშნად 77-ე წუთზე დატოვებენ
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობის მხრიდან მატჩების ბილეთებზე ფასების აწევამ კლუბის ფანების უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ცნობილია, მესესაიდელთა ფანები „სანდერლენდთან“ შაბათს დანიშნული მატჩისთვის ბოიკოტს აპირებენ. ცნობისთვის, ერთ შეხვედრაზე ბილეთის ფასმა 59 ფუნტიდან 77 ფუნტამდე აიწია, ამიტომ ფანები ტრიბუნას სწორედ 77-ე წუთზე დატოვებენ. „ლივერპულის“ სხვადასხვა ფანდაჯგუფების თქმით, ლიგაში ყველაზე ძვირი სწორედ მათი საყვარელი გუნდის აბონემენტი ღირს (სეზონში 1029 ფუნტი).
„რისი საშუალებაც ერთ ადამიანს აქვს, იმის საშუალება, შესაძლოა, მეორეს არ გქონდეს. შევეცადეთ, ახალი ინიციატივით გამოვსულიყავით და, ყველა გულშემატკივრის სურვილის გათვალისწინებით, გარკვეული ფასი დაგვეწესებინა“, – ციტირებს „ლივერპულის“ აღმასრულებელ დირექტორ იან ეირს ბრიტანული „The Guardian“-ი.