“სტოკმა” შესაძლოა არნაუტოვიჩი 12,5 მილიონად გაუშვას
The Telegraph-ის ინფორმაციით, “სტოკ სიტის” თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა შესაძლოა ინგლისური კლუბი ზაფხულში დატოვოს.
არნაუტოვიჩის ამჟამინდელი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში იწურება, მის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე კი ამოქმედდება პუნქტი, რომლის თანახმადაც მისი ყიდვა 12.5 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.
ამჟამად “ბრიტანიაზე” მოთამაშე კლუბის ხელმძღვანელობა მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, თუმცა ორი მხარე ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით ვერ უთანხმდება ერთმანეთს – არნაუტოვიჩი კვირაში 70 ათას ფუნტს ითხოვს, რაც მას გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.
26 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “პსჟ” და “ფენერბახჩე” იჩენს.