ანდრეა პირლო: “მოედნის ხედვა? ამ კუთხით იოზილს გამოვარჩევდი”
ამერიკულ MLS-ში მოთამაშე ანდრეა პირლომ “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი შეაქო და აღნიშნა, რომ ის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია ევროპის მასშტაბით.
“მესუთ იოზილი დაუჯერებელი პასებით ამარაგებს მის წინ მოთამაშე თავდამსხმელებს. მოედნის ხედვის კუთხით, ის საუკეთესოა (ევროპაში).
შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის, ის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია მსოფლიოში.” – განაცხადა 36 წლის იტალიელმა.
გერმანელმა ნახევარმცველმა წლევანდელ სეზონში 4 გოლის გატანა და 16 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.