WORLDRUGBY.ORG: საქართველო და ინგლისი ევროპის ელიტ ტურნირების სათავეში
წყარო: ‘მსოფლიო რაგბი’
გასულ უქმეებზე ევროპის ორივე საერთაშორისო ელიტ ტურნირი ორი დიდი მოგებითა და ერთი ყაიმით დაბრუნდა. 6 ერი ინგლისისა და საფრანგეთის მოგებამ და ირლანდია – უელსის ფრემ გაიხსნა, რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი გერმანიის წინააღმდეგ ბორჯღალოსნების გამარჯვებით დაიწყო.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი
მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების შთამბეჭდავი შედეგის შემდეგ, საქართველო-გერმანიის მატჩი გერმანელების ლელოთი გაიხსნა, თუმცა საბოლოო ანგარიში ავჭალის სტადიონზე 59:7 საქართველოს სასარგებლოდ დაფიქსირდა.
გასულ მსოფლიოზე ასევე კონკურენტუნარიანმა რუმინეთმა ჯგუფში ამჯერად მეორე ადგილი პორტუგალიის 39:14 დამარცხებით გაიმყარა.
სიდნეიში მიმდინარე 7-კაცას ტურნირის გამო, პორტუგალიის მსგავსად რუსეთის ეროვნულ ნაკრებსაც დააკლდა მოთამაშეები და შედეგად ესპანეთთან 22:20 ანგარიშით გაიმარჯვა.
შაბათ-კვირას გამართული მატჩების შედეგად, რაგბი ევროპის არცერთი გუნდის პოზიცია მსოფლიო რაგბის რეიტინგში არ შეცვლილა.
ქომაგებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა რაგბი ევროპის მატჩებისთვის სტრიმის თვალი ედევნებინად მას შემდეგ რაც რაგბი ევროპამ საკუთარი პლატფორმაrugbyeurope.tv გაუშა.
Rugby.GE